თელავში მომხდარ მვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
“სიმთვრალის ბრალი იყო.. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სუფრაზე რაღაც მოხდაო და ამოიღო იარაღი, მოკლა. ჩემი შვილის მეგობარი იყო, მაგის [ზურა საჩიშვილი] მაღალი სიტყვა არ გამიგია. ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. სულ იმას ვფიქრობ, ისეთი სიტყვა როგორ თქვა, რომელიც ვიღაცას ეწყინა… რომ იტყვიან, მწერისთვის ფეხი არ დაუდგამსო, ეგეთი რამე შემიძლია ვთქვა მასზე”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და მოკლულის ახლობელი.
დაპირისპირების დროს დაჭრეს თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი. სამედიცინო დახმარების შემდეგ ის სახლში გაწერეს, ახლა კი გამოკითხვაზე იმყოფება.
თელავში მკვლელობა წუხელ მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
“ინტერპრესნიუსი”