არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა”-ს წარმომადგენელი, მზია ქედელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დილით, ფეისზე პირველი რაც დამხვდა ინფო იყო: თელავში მოკლული ექიმი, მოკლული მეგობრის მიერ. “შელაპარაკების ნიადაგზე ერთმა მეორე მოკლა, მესამე დაჭრა. მკვლელი კი არც მეტი არც ნაკლები პოლიციის ერთერთი “აბლატავებული” უფროსია, დაჭრილი – თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი. მოკლული – თელავის საავადმყოფოს დირექტორი.
არ მითხრათ, ადრეც ხდებოდა და არ “აბაზრებდნენო”, ეს ბოლო დროს პოლიციიდან უფრო მესმის, ოღონდ ბიძინას პოლიციიდან, ასეთებიდან როგორც ეს მკვლელია.
ადრე სწორედ ამ მენტალიტეტს ებრძოდნენ დანაშაულის ნულოვანი ტოლერანტობით. ვინც ებრძოდა, ის დღემდე ციხეშია. მკვლელები და პოლიციის მკვლელები კი მაშინვე გაათავისუფლეს, თან პოლიტპატიმრის სტატუსით. ეს ტრაგედია ქოცური მენტალობის, შემგუებლობის, მიმღებლობის სარკეა – წულუკიანის რეფორმების” შედეგი. ვაზაგაშვილს და მისთანებს – რეციდივისტებსა და მკვლელებს ძეგლი რომ, დაუდგეს მაგის შედეგი.
2012 წლის 1 ოქტომბერს ქოციზმის დამყარებას რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე…
როდემდე გაუძლებ ჩემო საქართველოვ!კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო რომ ერი გამოფხიზლდეს?”