პუტინსა და ერდოღანს შორის პირადი ურთიერთობა შესაძლებელს ხდის სადავო საკითხები ჰარმონიულად მოგვარდეს“ – პესკოვი

რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შორის კონსტრუქციული დამოკიდებულება სადავო საკითხების ჰარმონიული გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციას რუსული გამოცემა ТАСС ავრცელებს.

პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი და თურქეთი არიან ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, რომლებსაც რეგიონში შეუძლიათ ხელი შეუწყონ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების უზარმაზარი გამოცდილება.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ იქნება ომი. ორ სახელმწიფოს ხელმძღვანელობენ ლიდერები, რომლებიც იმგვარად ექცევიან ერთმანეთს, რომლებიც ერთმანეთს სიტყვის ხალხად თვლიან“, – აღნიშნა პესკოვმა.