“არ მივიღე და მერიას უკან დავუბრუნე, პატიოსანი ხალხისგან მოპარულ-წართმეულ პროდუქტები” – ადვოკატი, მიშა რამიშვილი

ადვოკატი, მიშა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, გზავნილს აქვეყნებს:

“დღეს თბილისის მერიამ დედას საახალწლო საჩუქარი გამოუგზავნა, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ შარშან მერიამ საჩუქარი რომ გამოუგზავნა და მერიის დამცველებმა და მხარდამჭერებმა, როგორი ლანძღვა გინების და ცილისწამების კასკადი დაიწყო 2020 წლის აგვისტოს თვიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, თითქოსდა მერიას მოტყუებით წავგლიჯეთ საჩუქარი.

არ მივიღე და მერიას უკან დავუბრუნე, პატიოსანი ხალხისგან მოპარულ-წართმეულ პროდუქტები. მირჩევნია შავი პურის ერთი ნაჭერი, ვიდრე ელიტარული პური. მოვთხოვე, რომ ეს პროდუქტები მშიერ-მწყურვალი ოჯახისთვის მიეტანათ.”