არანაირი უთანხმოება პარტიაში არ არის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით წასულიყო. მათ შორის უთახმოება არ ყოფილა და თანამოაზრეებად რჩებიან.
“ყველა ბინძურ ჭორს, თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ახლავე ვუპასუხო, ეს არაფერი ასე არა რის. ეს იყო ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ვიცოდით, ელენეს სურვილი იყო, წასულიყო დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ მიზმნები, რომელიც ჩვენ გვაქვს არის საერთო მიზნები, არაფერი არ ხდება, გული გვწყდება მაგრამ, ეს არის პოლიტიკა და ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
წყარო: report.ge