შალვა გულუა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებდა, უკვე სახლშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მათ უკვე გამოკითხეს, თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალები არ ხმაურდება.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე, 23 დეკემბერს დაიწყო. შალვა გულუა დისტრიბუტორია. მანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, 21 დეკემბერს დაზიანებული იპოვეს. თავად მამაკაცი კი ამ დრომდე არ ჩანდა.
“რუსთავი2”