დიდი ბრიტანეთი არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაციის შეზღუდვას გეგმავს

ბრიტანეთი 2022 წლიდან არაჯანსაღი საკვების წახალისებას შეზღუდავს. კერძოდ, 2022 წლის აპრილიდან აიკრძალება აქცია „იყიდე ერთი, მიიღე მეორე უფასოდ“ ისეთი საკვებისთვის, რომელსაც ცხიმიანობის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობა აქვს, ასევე აიკრძალება რესტორნებში ტკბილი უალკოჰოლო სასმელების უფასო დამატება.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ სიმსუქნე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი პრობლემაა, რადგან ინგლისში მოზრდილების თითქმის ორ მესამედს ჭარბი წონა აქვს და სამიდან ერთი ბავშვი დაწყებით სკოლას ჭარბი წონით ან სიმსუქნით ამთავრებს.

წყარო: itv.ge