“ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგუალვა ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას თანამშრომლებისთვის და წარმატება ვუსურვო. დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, უბრალოდ გადავწყვიტეთ ეს მომენტი ერთად შეგვერჩია. ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და ამის უფლება მას აქვს. ყველა ადამიანი ღირებულია, როცა გათავისებული აქვს ივანიშვილის ხელისუფლების საფრთხეები. არავინ წასვლას არსად არ აპირებს” – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია ამბობს, მას ახალი პლატფორმის შემქნა სურს.
წყარო: itv.ge