ისრაელში სრული ლოქდაუნი, უკვე მესამედ ამოქმედდა!

კორონავირუსის გამო ისრაელში საყოველთაო ლოქდაუნი მესამედ ამოქმედდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი სახლებიდან 1000 მეტრის რადიუსში მოძრაობა აქვთ ნებადართული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიუჰუს იმედი აქვს რომ „რეკორდულად სწრაფი“ ვაქცინაცია ქვეყანას ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესაძლებლობას რამდენიმე კვირაში მისცემს.

წყარო: cyc.ge