2020 წლის პანდემია უკანასკნელი არ იქნება,- ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ისტორია გვეუბნება, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი არ იქნება და რომ ეპიდემიები რეალობაა. ამიტომ გლობალურმა საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემები და მოემზადოს ახალი საგანგებო სიტუაციებისათვის“,- აცხადებს WHO-ს ხელმძღვანელი.
გებრეიესუსის თქმით, პანდემიამ ხაზი გაუსვა მჭიდრო ურთიერთობას ადამიანის, ცხოველისა და პლანეტის ჯანმრთელობას შორის.
„ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, თუ ის არ გაითვალისწინებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ საფრთხეებს“ – აცხადებს ის.
წყარო: ptn.ge