კოვიდ ეპოპეა გრძელდება – კოვიდის ახალი შტამი ახლა უკვე პორტუგალიაშიც აღმოაჩინეს!

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პორტუგალიაშიც დაფიქსირდა. ვირუსის ახალი შტამი კუნძულ მადეირაზე გამოვლინდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალი ვარიანტი „აღმოაჩინეს იმ მოგზაურებში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან მადეირაზე ჩავიდნენ“.

კოვიდის ახალი შტამით ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: itv.ge