მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით – ნათელაშვილი ელენე ხოშტარიაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„არ არის პრობლემა. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ჯგუფიდან ჯგუფში, მთავრობიდან ოპოზიციაში. ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში“,– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას და საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ხოშტარია დღეს გააკეთებს.