ინგა გრიგოლიას პოსტს გამოეხმაურა ინგა ხუბაშვილი, სოციალურ ქსელში:
“მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო მათ, ვინც ჩემი დაწერილი პოსტის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა! მართალია, ეს პოსტი ჩემი დაწერილია და სიმართლეა! უბრალოდ ერთი სიტყვა ბავშვი არ უნდა დამეწერა და პირდაპირ მშობლებისთვის მიმემართა!
მინდა მივმართო ინგა გრიგოლიას, რომელმაც მოირგო კეთილი ფერიას როლი და ბავშვებზე თემა ააგორა! ძალინ მაინტერესებს, თვეში რამდენი გაქვს ხელფასი? ხომ შეიძლება იმ ბავშვებისთვის ჩუმად გეყიდა, გაკეთება თუ იცი კატლეტის, გაგეკეთებინა ან მშობლისთვის ფული მიგეცა!
არა შენ ამას არ იზამ, იცი რატომ? შენ გაჭირვება არ გიგრძვნია, ჰოდა, სანამ ჩემზე რამეს დაწერ, იკითხე მაინც როგორი დედა ვარ, ბავშვებთან რა ურთიერთობა მაქვს! შენსავით სტუდიაში კი არ ვნახულობ ბავშვებს გადაცემის დროს, როცა ბოროტი ზღაპრების დადგმა გინდება.
იმ პატარებს მინდა გულში ვეხუტუნო და მოვეფერო, ვისაც შენ, ჩემი თავი ასე ცუდად გააცანი! მეტი რა გითხრა?!
კარგად გაგერკვია კახი კალაძეს სახელს რომ ახსენებ, იცი ეს ბინა როდის ვიყიდე? 23 წლის წინ და მარტო მე კი არა მთელ კორპუსს დაგვიკანონდა! შეეშვი ინტრიგნობას!
ჰო, კიდევ, მეამაყება, რომ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი”
შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიამ გამოაქვეყნა ფოტოები და დაწერა:
„ვერ ვიტან ადამიანების დაბულინგებას, მაგრამ ამის არშემჩნევა არ შეიძლება. დღეს გადაცემაში რეპორტაჟი მქონდა, პატარა, საყვარელი ბავშვები, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაზე ოცნებობთ, რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთო, პიურე და კატლეტიო, ამბობდნენ.
ხომ ვერ წარმომედგინა, რომ ბავშვების ასეთ სიდუხჭირესა და ოცნებებზე, ვინმე მოახერხებდა და ამას დაწერდა. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ამბავი. თან საბავშვო ბაღში მუშაობს ეს ვიღაც ძონძი ქალი, ბაღში რომ მუშაობს, უწერია… ხოდა აი, რა რეაქცია აქვს ამ ბავშვების სულისშემძვრელ ოცნებაზე, ბავშვებზე,რომლებიც საჭმელზე ოცნებობენ.
სახედაკარგული და უზნეო ადამიანი როგორია, ამ ბავშვების სახეებზე და ამ ქალის რეაქციით მიხვდებით. რა ხალხი გყავთ დასაქმებული იქ,სადაც ბავშვები არიან“