მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – ეკატერინე ტიკარაძე

მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – თითოეული მათგანის წინაშე ვარ პასუხისმგებელი – ეკატერინე ტიკარაძე

მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – თითოეული მათგანის წინაშე ვარ პასუხიმგებელი – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამიანისტროს ანგარიშის წარდგენისაც, რომელიც სოფელ რუხში გაიმართა.

სწორედ აქ, 2020 წელსგავხსენი მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელშიც უკვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 155-მდე ადამიანს ვუმკურნალეთ. 4 ახალ პაციენტზე კი, ამ მომენტშიც, რუხის კლინიკის სამედიცინო პერსონალი და, შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვა ზრუნავს. მიმაჩნია, რომ ესაა ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე გადის. აქ მტრის მიერ გავლებული ყველა პირობითი ხაზი ქარწყლდება და რჩება მთავარი – მხარდაჭერა, ზრუნვა, ერთიანობა“, – თქვა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის, უზარმაზარი პასუხიმგებლობა და გამოწვევაა იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

„ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმის, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და მათ, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, განსაკურებული მადლობა გადავუხადო. აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც პანდემიის პირველი წუთიდან გვერდში გვიდგანან და თავიანთი წვლილი შეაქვთ მსოფლიო გამოწვევის დაძლევის პროცესში“,- თქვა ტიკარაძემ.

წყარო: ptn.ge