როგორ და საიდან გაიქცა ბადრი ესებუა? – რას ჰყვება მამა?

სა­უ­კუ­ნის კრი­მი­ნა­ლურ მოვ­ლე­ნად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და.

12 დე­კემ­ბერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძებ­ნი­ლი. ბადრი ესებუას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა და­ა­კა­ვეს.

ბი­ძი­ნა ესე­ბუა

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, თოკი და ტან­საც­მე­ლი ამო­ი­ღეს. ბი­ძი­ნა ესე­ბუა და­კა­ვე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით. მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ია­რა­ღი და სხვა ნივ­თე­ბი პო­ლი­ცი­ამ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­უ­დო. მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღე სამ­სა­ხურ­თან იდგა და სა­ბარ­გუ­ლი არ იკე­ტე­ბო­და. ჩა­დე­ბუ­ლია ორი ხელ­ყუმ­ბა­რა, ჟან­გი­ა­ნი 100 ცალი ტყვია, საჭ­მე­ლი და თოკი. პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, ისი­ნი ბი­ძი­ნას თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, მაგ­რამ გზა­ში და­ა­კა­ვეს. ძმას­თან თუ მიჰ­ქონ­და, თვალ­თვა­ლი რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეს და რა­ტომ არ გაყვნენ ბო­ლომ­დე? იქ­ნებ მარ­თლა შემ­დგა­რი­ყო ეს კონ­ტაქ­ტი და ძებ­ნი­ლი ეპო­ვათ? უბ­რა­ლოდ, რა­ღაც უაზ­რო თე­მაა. ცხა­დია, რომ ჩა­უ­დეს. ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ესე­ბუა სა­ტყუ­ა­რად გა­მო­ი­ყე­ნეს და ამით ძებ­ნილ ბად­რი ესე­ბუ­ა­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას ცდი­ლო­ბენ”.

ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ძებ­ნი­ლის მამა ტა­რი­ელ ესე­ბუა ამ­ბობს, რომ ბად­რი უდა­ნა­შა­უ­ლოა და გა­მოთ­ქვამს შიშს, რომ მის შვილს მოკ­ლა­ვენ.

“ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს, ის არაა ჩემი შვი­ლი, ამა­ში 100%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. თავ­დამ­სხმელს არც ბად­რის თვა­ლე­ბი ჰქონ­და, არც სი­მაღ­ლე და არც მა­ნე­რე­ბი… ჩემი აზ­რით, ბად­რი იმი­ტომ არ ჩნდე­ბა, ეში­ნია, რომ მოკ­ლა­ვენ. მეც ძა­ლი­ან მე­ში­ნია, მისი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში არ მოხ­დეს მისი ლიკ­ვი­და­ცია. არ მინ­და შვი­ლი მო­მიკ­ლან, ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. ნა­ინ­ფაქ­ტა­რი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდ­გას სული. დე­და­მისს ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო, ლა­პა­რა­კიც უჭირს…

ისიც არ ვი­ცით, ცო­ცხა­ლია, თუ მკვდა­რი ჩვე­ნი შვი­ლი. ცო­ცხა­ლი თუა, მე­ში­ნია აყ­ვა­ნის დროს არ მოკ­ლან. ამა­ზე ფიქ­რით გავ­ნად­გურ­დით ორი­ვე­ნი… ჩვენ არც ისე გვი­ჭირ­და, არც ისე­თი ღა­რი­ბე­ბი ვართ, ფუ­ლის გამო ბად­რი ამ­ხე­ლა რის­კზე და და­ნა­შა­ულ­ზე წა­სუ­ლი­ყო, ამას ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ.

ოჯახს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი მოგ­ვყავ­და, რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი გვქონ­და, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვშრო­მობ­დით.. ადრე ბად­რიც და ბი­ძი­ნაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, შემ­დგომ წა­მო­ვიდ­ნენ სამ­სა­ხუ­რი­დან და ბოლო პე­რი­ოდ­ში ბად­რი სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­და­ში აღად­გი­ნეს. ბად­რი გუ­ლი­თა­დი, მე­გობ­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი ბიჭი იყო, ჯარ­შიც ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. გვიკ­ვირს, რა ტრი­ა­ლებს ჩვენს თავს. სამი ვაჟი გავ­ზარ­დე, ბად­რი ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სია. ახლა უფ­რო­სი შვი­ლიც – ბი­ძი­ნაც და­ა­კა­ვეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის არა­ფერ შუ­ა­შია. პო­ლი­ცი­ას თუ ჰქონ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ძმას­თან უნდა მი­სუ­ლი­ყო და ნივ­თე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნა, წე­სით, კვალ­ზე უნდა მიჰ­ყო­ლოდ­ნენ. ამას ბავ­შვიც არ და­ი­ჯე­რებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ნივ­თე­ბია მას ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­უ­დეს. ალ­ბათ ცდი­ლო­ბენ, ბად­რი რო­გორ­მე გა­მო­ვი­დეს და შეც­დო­მა და­უშ­ვას”.

კი­თხვა­ზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას ბად­რი ესე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ, მამა პა­სუ­ხობს:

“რო­გორც ვიცი, არც აქვთ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რია შექ­მნი­ლი, რომ დამ­ნა­შა­ვე ბად­რია. რო­გორც მი­თხრეს ერ­თა­დერ­თი, რაც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ისაა, რომ სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი აქვთ ერთი მას­რა. ად­ვო­კა­ტი მე­უბ­ნე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამი გას­რო­ლა მოხ­და და 4 მას­რაა ამო­ღე­ბუ­ლიო. ეჭვი გვაქვს, რომ ის ერთი მას­რა სხვა ია­რა­ღი­და­ნაა და ის სხვა აღ­მოჩ­ნდა ჩვენს სახ­ლში. ან რა ვიცი, სახ­ლში იპო­ვეს? იქ­ნებ არ­ცაა მისი, მო­ი­ტა­ნეს და ჩა­დეს? მე­ო­რე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ის აქვთ, ბად­რის ხმის იდენ­ტუ­რო­ბა და­ვად­გი­ნე­თო – შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ბად­რის ტე­ლე­ფო­ნით ჰქო­ნია და­ნა­რე­კი 112-ში და რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, იქე­დან ამო­ღე­ბუ­ლი ხმის ნი­მუ­ში ბან­კის თავ­დამ­სხმე­ლის ხმას და­ემ­თხვა. გვი­თხრეს, ფო­ნოს­კო­პი­ურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნაო, მაგ­რამ ესეც სა­ეჭ­ვოა და არც ამის მჯე­რა”.

ტა­რი­ელ ესე­ბუ­ას თქმით, მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, სად შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს მისი შვი­ლი და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა ის ცო­ცხა­ლიც აღარ იყოს.

“არ ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­შია თუ არა ჩემი შვი­ლი. იმა­საც ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლიც აღა­რაა… 26-ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუა იყო და მას მე­რეა, რაც იმა­ლე­ბა. ბად­რი დე­ი­დაშ­ვილ­თან იყო მი­სუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გავ­რცელ­და ბად­რის სა­ხე­ლი, ეს მას­ზე ადრე ბი­ძი­ნამ გა­ი­გო და როცა მას­თან მი­ვი­და, უთხრა ძმას, ასეა საქ­მეო. მერე ბად­რიმ ძმას გა­სა­ღე­ბი გა­მო­არ­თვა, ბი­ძი­ნა დე­ი­დაშ­ვილ­თან და­ტო­ვა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და ისე, რომ არა­ფე­რი და­უ­ბა­რე­ბია. ბი­ძი­ნას ამის მეტი ძმას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. მერე ის მან­ქა­ნა ისეთ ად­გი­ლას გა­ჭე­დი­ლა, ბად­რიმ გზის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ფე­ხით წა­სუ­ლა. მას მერე იკარ­გე­ბა ბად­რის გზა-კვა­ლი და ბი­ძი­ნას და არც არა­ვის მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. არ მინ­და, ჩემი შვი­ლი მოკ­ლან… მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვეს, სი­მარ­თლე დად­გინ­დეს, მეტი არა­ფე­რი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მთე­ლი ოჯა­ხი ვემსხვერ­პლოთ”.

ამბები.ჯი