72 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა.
ალექსანდრე ხომერიკი 1977 წელს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი, ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1981–1982 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალაში“. მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი(ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა. 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო.
დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.