2002 წლის 30 დეკემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ისტორიულად შემცირებული დენის ტარიფი 7- 11 თეთრამდე, დღეს 35 თეთრი ხდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომის პარალელურად განაცხადა.
„ეს არ არის მთავრობის, ივანიშვილის ბრალი,ა ამაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხალხს, ვინც მიდის და ამ 18 წლის მანძილზე ხმას ყველა თაღლითს, გარეწარს, ყველა გადამგდებს და ყველა მოძალადეს აძლევს.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სადო-მაზოხიზმში გადავარდა. ანუ, ვინც ჩაგრავს, ვინც ატყუებს, ვინც სიღატაკეში ამყოფებს, მისი მონა გახდა. და იმ შედეგებს დღეს აქ (სემეკში) ვიმკით.
უპრეცედენტოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც რამე ღირებულება ასე გაუძვირა ხალხს. მსოფლიოს მთავრობებს ბიუჯეტი გამოტანილი აქვთ გარეთ და შეღავათების ეპოქა დადგა ამ კორონას მოქმედების პერიოდში.
მთავრობას ჰგონია, ყველაფერი შერჩება, ხალხს ყველაფერი დაავიწყდება- გაიყიდებიან თანამდებობაზე, ფულზე, ხახვზე, კარტოფილზე, ეშმაკის ვერცხლზე, სანამ ეშმაკს არ განვდევნით, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, გახარიები, ბაბაჯანები და ჯოჯოები, რომლებმაც დღეს კომისიასთან მოგვიყვანა. 3 თეთრიანი დენი გაგვიხადა 35 თეთრი, ანუ 12-163-ჯერ გააძვირა, ამას ვერანაირი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა