ბიზნესმენები, რომლებმაც პანდემიის შედეგად მილიარდები იშოვეს

მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ სამყაროს 50 ახალი მილიარდერი მოევლინა, რომელთა საქმიანობაც ასე თუ ისე ჯანდაცვის სფეროსთან არის დაკავშირებული. მათ შესახებ Forbes-ი წერს.

სწორედ პანდემიის გამო, ბევრი ფარმაცევტული კომპანიისა ხელმძღვანელისა და ინვესტორის ქონება გაიზარდა. პირველ რიგში საუბარია ვაქცინის და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებზე. ყველაზე ცნობილი ახალი მილიარდერები კი გახდნენ მეცნიერები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს Pfizer/BioNTech, Moderna

Forbes-ის მონაცემებით, BioNTech-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, გერმანელი უგურ შაჰინის ქონება ამ ეტაპზე $4,2 მილიარდად ფასდება. მას მცირედით ჩამორჩება ფრანგი სტეფან ბანსელი, რომელიც 2011 წლიდან ხელმძღვანელობს კომპანია Moderna-ს. მისი ქონება $4,1 მილიარდს შეადგენს.

ახალი მილიარდერების სიაში წარმოდგენილები არიან ჩინეთში, იტალიაში, ინდოეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ჰონგკონგსა და დანიაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელები.

უგურ შაჰინი

უგურ შაჰინი – BioNTech-ის დამფუძნებელი

ის არის თურქული წარმოშობის ექიმი. ის BioNTech-ის თანადამფუძნებელი გახდა 2008 წელს თავის მეუღლესთან, ოზლემ თიურეჩთან ერთად, რომელიც კომპანიაში მთავარი ექიმის პოსტს იკავებს.  BioNTech-ის აქციების ფასი 2020 წლის იანვრიდან 160%-ით გაიზარდა და ეს, რა თქმა უნდა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო მოხდა, რომელიც Pfizer-თამ ერთად აწარმოეს. ამ ვაქცინის ეფექტურობა 95%-ით შეფასდა. შახინს კომპანიის აქციების 17% ეკუთვნის.

სტეფან ბანსელი

სტეფან ბანსელი:

მოქალაქეობა: საფრანგეთი

გამდიდრების წყარო: Moderna

ფრანგი მწარმოებელი ჯერ კიდევ მარტში გახდა მილიარდერი. მაშინ მის საკუთრებაში კომპანიის აქციების 9% იყო, რომელთა ფასი უცებ 550%-ით გაიზარდა. მაშინ მან კომპანიის წილი 6%-მდე შეამცირა. Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა, Pfizer/BioNTech-ის მსგავსად, ასევე 95%-ით ფასდება.

ოიან ლიპინი ($4,1 მილიარდი)

მოქალაქეობა: კანადა

გამდიდრების წყარო: ფარმაცევტიკა

დუ ვეიმინემთან გაყრის შემდეგ, რომელიც კომპანია Shenzhen Kangtai Biological Products-ს მართავდა, ის კომპანიის აქციების 24%-ს ფლობს. ამან ის კანადაში ყველაზე მდიდარ ქალად აქცია. პანდემიის დაწყების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა.

Shenzhen Kangtai Biological Products-ი ჩინური AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ექსკლუზიური მწარმოებელია. თუმცა, კომპანიას არაერთგვაროვანი ისტორია აქვს. კომპანიის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა 2013 წელს 17 ჩვილის გარდაცვალებას უკავშირდება.

კარლ ჰანსენი ($2,9 მილიარდი)

მოქალაქეობა: კანადა

გამდიდრების წყარო: AbCellera

ჰანსენი კომპანია AbCellera-ს გენერალური დირექტორი და თანამესაკუთრეა, ვანკუვერიდან. ეს ბიოტექნოლოგიური ფირმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა განსაზღვროს ანტისხეულებით მკურნალობის პერსპექტიული მეთოდები. კომპანია ჰანსენმა 2012 წელს დააფუძნა. 2019 წლამდე ის ამავდროულად ბრიტანეთში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, თუმცა ერთი წელია სრულად გადაერთო კომპანიის საქმიანობაზე. გადაწყვეტილებამ გაამართლა და ჰანსენის 23%-იანმა წილმა მას მილიარდერების კლუბში ადგილი მოუტანა. აშშ-ს მთავრობამ კომპანიას ბამლანივიმაბის (ანტისხეულები) 300 ათასი დოზა დაუკვეთა, რომელიც AbCellera-მ ფარმაკომპანია Eli Lilly-სთან ერთად აღმოაჩინა და FDA-მ ამ წლის ნოემბერში ნებართვა გასცა მასზე, როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ტიმოტი სპრინგერი ($2 მილიარდი)

მოქალაქეობა: აშშ

გამდიდრების წყარო: Moderna

ჰარვარდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი და მოლეკულური ფარმაკოლოგიის პროფესორი სპრინგერი 2010 წელს Moderna-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მან ახლად შექმნილ კომპანიაში 5 მილიონი დოლარი ჩადო. 10 წლის შემდეგ, მისი 3,5%-იანი წილი 1,6 მილიარდ დოლარად ფასდება. სპრინგერი ბიოტექნოლოგიაში აქტიური ინვესტორია. მას მცირე წილები აქვს Scholar Rock-სა და Morphic Theotherapy-ში. პირველი მსხვილი შემოსავალი მან 1999 წელს მიიღო, როდესაც გაყიდა 6 წლის შექმნილი ბიოტექნოლოგიური კომპანია LeukoSite-ი 635 მილიონ დოლარად.

სერჯიო სტევანიტო ($1,8 მილიარდი)

მოქალაქეობა: იტალია

გამდიდრების წყარო: სამედიცინო შეფუთვა

ის კომპანია Stevanato Group-ის პრეზიდენტია. კომპანია მეორეა მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს შუშის ფლაკონებს COVID-19-ის ვაქცინებისთვის. კომპანიის ბრუნვა 700 მილიონი დოლარია. ის ასევე ინსულინის ნემსების უმსხვილესი მწარმოებელია.

რობერტ ლანგერი

რობერტ ლანგერი ($1,5 მილიარდი)

მოქალაქეობა: აშშ

გამდიდრების წყარო: Moderna

ბიომედიცინურ ინჟინერიაში ნოვატორობის გამო, ის ცნობილია, როგორც „ედისონი მედიცინაში“. ლანგერი მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ქიმიურ ინჟინერიას ასწავლის. 2010 წელს ის გახდა კომპანია Moderna-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და არასდროს გაუყიდია მისი აქციები. მისი 3%-იანი წილი ახლა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი ღირს. მას ასევე მცირე წილები აქვს ბიოტექნოლოგიურ სტარტაპებში – SQZ Biotechnologies და Frequency Therapeutics, რომლებიც მისი ლაბორატორიის დოქტორანტებმა დააფუძნეს.

პრემჩანდ გოჯა ($1,4 მილიარდი)

მოქალაქეობა: ინდოეთი

გამდიდრების წყარო: ფარმაცევტიკა

ის დიპლომირებული ბუღალტერია. ფარმაცევტულ სფეროში მუშაობა 1975 წელს დაიწყო, როცა ამ საქმეში ბოლივუდის სუპერვარსკვლავის ამიტაბხა ბაჩანას პარტნიორი გახდა კომპანიაში Ipca Labs-ი. კომპანია ჯენერიკებს და ფარმაცევტულ ინგრედიენტებს ამზადებს. ამ წელს მისი აქციები ორჯერ გაიზარდა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქსინის გამო, რომლის შესახებაც ერთ ხანს საუბრობდნენ, როგორც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებაზე.

წყარო: Euronews