ელჩები პირდაპირ გვეუბნებიან, პარლამენტში შევიდეთ, მათ ნეიტრალური შუამავლის პოზიცია უნდა ეკავოთ, სხვა შემთხვევაში უკვე ძალადობაა და არა მოლაპარაკება- შალვა ნათელაშვილი 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, ელჩებმა უნდა შეწყვიტონ ოპოზიციაზე ზეწოლა, ისინი შევიდნენ პარლამენტში და უნდა დაიკავონ ჭეშმარიტი შუამავლის პოზიცია.

„ელჩებმა უნდა შეწყვიტონ ცალკეულ ლიდერებთან და პარტიებთან მოლაპარაკება, რომ რამენაირად გადაიბირონ ივანიშვილის სასარგებლოდ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პარლამენტში შევიდეთ და ეს ელჩის ფუნქცია და დიპლომატის როლი არ არის, მათ ნეიტრალური შუამავლის პოზიცია უნდა ეკავოთ, სხვა შემთხვევაში ეს უკვე ძალადობაა და არა მოლაპარაკება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.