“ეს ფული აუცილებლად ჯიბეში უნდა წავიღოთ?” “რომის პაპზე უკეთესი პაპი ნუ გახდებით” – საზმაუს მეურვეების დებატები

ამის შესახებ “აიპრესმა” სტატია უკვე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე აიტვირთა ვიდეო, სადაც ამ საკითხზე ასახულია მეურვეებს შორის დებატები. სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რასაც სამეურვო საბჭოს თავმჯდომარის ირნია ფუტკარაძისა და წევრების ბონდო მძინარაშვილისა და ირაკლი პაპავას მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. გთავაზობთ ამ დებატებიდან მცირე ამონარიდს.

გია მურღულია: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ხელფასი მოვიმატოთ. ეს ანაზღაურება რაც გვაქვს სავსებით საკმარისია იმისათვის, რასაც ვაკეთებთ.

ირინა ფუტკარაძე: გასაგებია თქვენი პოზიცია და თქვენი დღის წესრიგი.

ბონდო მძინარაშვილი: ბატონო გია რა ალტერნატივას გვთავაზობთ? დავაგროვოთ ეს ფული და წლის ბოლოს რა ვქნათ მერე?

გია მურღულია: ალტერნატივა არის ის, რომ არ მოიმატოთ ხელფასი.

ირაკლი პაპავა: არ არის ეგ ხელფასის მომატება, როგორ ვერ გაერკვიეთ?

გია მურღულია: აბა რა არის? როგორმე გავერკევი უთქვენოდაც ამ ამბავში. ხომ იმატებთ ხელფასს ბატონო ირაკლი?

ბონდო მძინარაშვილი: არა, არ იმატებს, თქვენც იმატებთ.

ირინა ფუტკარაძე: ალტერნატივა შემოგვთავაზეთ ბატონო გია.

გია მურღულია: ალტერნატივა არის ის, რომ ზედმეტი ფულის ცნება ამოვიგდოთ ჩვენი ცნობიერებიდან. ეს ფული რომ არის აუცილებლად ჩვენს ჯიბეში უნდა წავიღოთ ბატონო ირაკლი?

ირაკლი პაპავა: აბა სად?როცა ქველმოქმედებაში გავუშვით, თქვენ ამის წინააღმდეგი წახვედით. ვეღარ გავიგეთ, რა ვუყოთ ამ ფულს?

გია მურღულია: მე ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ არ ჩაირიცხოთ თქვენს ანგარიშზე და მერე ამით არ დაიწყოთ ქველმოქმედება. თქვენი ფულით გააკეთეთ ქველმოქმედება.

ირაკლი პაპავა: რომის პაპზე უკეთესი პაპი ნუ გახდებით.მძინა