ესპანეთში იმ პირების რეესტრი შეიქმნება, ვინც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე მკაცრ უარს იტყვის!

ესპანეთში იმ პირების რეესტრი შეიქმნება, ვინც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილიას განცხადებით, სია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება.

“მოქალაქეებს, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს განაცხადებენ, მათთვის სპეციალური რეესტრის შექმნას ვაპირებთ, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანას გადაეცემა, მათი გადაადგილების კონტროლისათვის” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო: bm.ge