საქართველოს ნამდვილად ღირსეული პრემიერი ჰყავს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.
„ბატონ გიორგის პირადად ვიცნობ, ამ კოვიდსიტუაციაში გავიცანი. მინდა, იმ შრომისთვის, რასაც ის ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა, დიდი მადლობა გადავუხადო. შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანას ნამდვილად ღირსეული პრემიერი ჰყავს. იმედია, 2021 წელი მისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.