მადრიდში ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი ძიუდოისტის, ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელი ეწოდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს.
მისივე თქმით, ნიკოლოზ შერაზადაშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა და ის ესპანეთის სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
“ეხლა მამცნეს, რომ მადრიდში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელი. ეს ახალგაზრდა კაცი ესპანეთის სახელით ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიოუდოში, 70-80 კილო წონით კატეგორიაში. ის ესპანეთის სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა – ესპანეთს დღემდე არ ახსოვს ეს ტიტული სპორტის აღნიშნულ სახეობაში” – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
წყარო: newposts.ge