“მე პირადად კორონავირუსის ვაქცინას არ გავიკეთებ” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კოვიდის ვაქცინას არ გაიკეთებს.

ინფორმაციას APA ავრცელებს.

“მე სკეპტიკოსებს მივეკუთვნები და კორონავირუსის ვაქცინას პირადად მე არ გავიკეთებ” – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.

წყარო: report.ge