“მონები იქნებით მანამ, სანამ იმ იდეოლოგიის პარტიას არ აირჩევთ ხელისუფლებაში, რასაც ემსახურება ლეიბორისტული პარტია და სანამ არ დაანებებთ თავს ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების დათვლას, თქვენგან არაფერი არ გამოვა და თქვენ იქნებით მონები” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “სემეკთან” გამართულ აქციაზე განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, საზოგადოება ელოდება ვინმე რევოლუციას როდის მოახდენს და “დაამხობს მარაზმ ხელისუფლებას”.
“სანამ ჩვენ ვიქნებით სახლში, ტახტზე წამოკოტრიალებულები, ტელევიზორთან და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, მანამდე იქნებით აი ესე მონაზე უარეს მდგომარეობაში”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, “სემეკი” ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების გაზრდას განიხილავს.
მთავრობის გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაზრდილი ტარიფი სახელმწიფოს მხრიდან დასუფსიდირდება.
წყარო: newposts.ge