საქმე გვაქვს ძალასთან, რომლისთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის- ზალკალიანი რუსეთზე

ობის ზეწოლა ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, მაქსიმალურად მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში.

„ყველა ფორმატი და პლატფორმა იყო გამოყენებული. დამგმობი განცხადებები რუსეთის მიმართ, მუდმივი მოწოდება, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. უკან წაიღოს აღიარება და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები და შეწყვიტოს ბორდერიზაციის პროცესი. ეს არის ის დიპლომატიური ინსტრუმენტი, რა ინსტრუმენტიც ჩვენ გაგვაჩნია და რისი მობილიზაციაც მაქსიმალურად გავაკეთეთ.

საქმე გვაქვს ძალასთან, რომლისთვისაც საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით.

მაქსიმალურად მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში. ასევე, როდესაც ჩვენ კოლეგებს ვესაუბრებით, უმაღლეს დონეზე ჩვენი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის თხოვნა არის ის, რომ მათ დღის წესრიგში, რაც შეიძლება მაღლა, პრიორიტეტულ საკითხებს შორის საქართველოს ოკუპაციის თემა იყოს და მიუღებლობა იმ უკანონო ქმედების, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.