შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან – გიორგი გახარია

შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს რაც ჩვენ გვაქვს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო: ptn.ge