გრანდიოზული პროექტის, „პანორამა-თბილისის“ გრანდიოზული ჩანაფიქრი – დიდი აუზი, უფრო ზუსტად კი – უზარმაზარი აკვარიუმი და არც მეტი და არც ნაკლები – ცოცხალი ზვიგენით.
ანუ, კიდევ უფრო ზუსტად, სასტუმროში, რომელსაც „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს, ქვეყნისა და დედაქალაქის სტუმრებს ცოცხალი ზვიგენი დახვდებათ.
„2020NEWS“-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, სოლოლაკის ქედზე ჩაფიქრებულ სასტუმროში, ზვიგენის გასაშვებად საჭირო აუზი, უკვე დაპროექტებულია და მისი სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებულია.
სოლოლაკის ქედზე დაგეგმილი, „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის სასტუმროს პროექტის მასშტაბების სიდიადეში ეჭვი არც აქამდე ეპარებოდა ვინმეს, თუნდაც მისი წინასწარ გაჟღერებული ღირებულებიდან გამომდინარე – პროექტი ხომ 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. ამას თუ დავამატებთ, რომ თაბორის მთის რეკრიაციული ზონის გაშენებისთვის, 60 მილიონი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი და თანაც ის 400 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყობა, გასაგებია, უკვე რა მასშტაბურად „გამაოცებელ“ პროექტთან გვაქვს საქმე.