1-ელი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდეც შეამოწმებენ

2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში ინერ­გე­ბა შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა, შენ­გე­ნის ზო­ნის მო­თხოვ­ნებ­თან მათი სა­ბუ­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­დან აც­ნო­ბეს, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცე­ლი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტს ეწ­ვია იმის გა­საც­ნო­ბად, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და რა უნდა იცოდ­ნენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

“უვი­ზო მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მა­ტე­ბაა და ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ უვი­ზო მი­მოს­ვლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და უზ­რუნ­ველ­ვყოთ ამ რე­ჟი­მის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. სწო­რედ ამ ძა­ლის­ხმე­ვის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­ნერგვა. ეს არ არის ახა­ლი შე­ზღუდ­ვა ან ახა­ლი პი­რო­ბა. სი­ახ­ლე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ 2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან მგზავ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან მათ გამ­გზავ­რე­ბამ­დე და არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში მათი ჩას­ვლის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. ჩვენ ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­ფერ­ხებ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წლებ­ში ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლის მას­შტა­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.