არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კანონპროექტს სენატის 38 წევრმა დაუჭირა მხარი.

კანონი ქალებს უფლებას აძლევს აბორტი ორსულობის მეთოთხმეტე კვირამდე გაიკეთონ. აქამდე არგენტინაშ აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ნებადართული თუ ის ქალის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებდა ან ორსულობა ძალადობის შედეგი იყო.

წყარო: itv.ge