“… და თუ ეწყინება, ის წყალი დალიოს, დენს რომაა მიბმული…”- ლელა დვალიძე გახარიას

ლელა დვალიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მიმართავს:

ეს გახარია მომწონს ძალიან,..
იმიტომ კი არა რომ პრემიერმინისტრია, ნუ ზოგადად ასეთი ცინიკოსი კაცები მომწონს და იმიტომ…ჰოდა, დღეს რომ თქვა,
დენის ტარიფი არ გადახედილა 3 წელიწადია, ახლა გადავხედეთ და ვუმატებთო, მაგაზე უნდა ვუპასუხო…
კაი იუმორი აქვს , არ ეწყინება.. და თუ ეწყინება, ის წყალი დალიოს, დენს რომაა მიბმული…
ბიჭოოო, გახარია, 3 წელიწადი კი არა, შევარდნაძის დროს 30 წელიწადი არ გადაუხედავთ დენის ტარიფისათვის,
შენ რომ დღეს მოუმატე სწორედ მაგდენი იყო 30 წლის განმავლობაში…
2-3 თეთრი.. თეთრი კი არა კაპიკი…
ჰოდა, კი ვცხოვრობდით ბედნიერად…
ეს სემეკი რომ გაგეუქმებინათ თავისი მილიონიანი ბიუჯეტით?
ტარიფის მომატებაც არ იქნებოდა საჭირო…
მომითაგეთ , ეს საყვარლად მზრუნველ;ი ცინიკოსი კაცი…