ჟურნალისტი, ირაკლი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეც მომიწია ამ პოსტის დაწერა – 1 კვირის წინ ვიყიდე ნივთი Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი -ში, რუსთავის ფილიალში (შარტავას გამზირზე, მე ვცხოვრობ მეგობრობაზე). მითხრეს რომ დღეს თუ ვერა ხვალ მოგიტანთო. ნუ გავიდა ის დღე არაფერი, გავიდა მეორე დღე არაფერი, ვურეკავ მესამე დღეს და წერია რომ დღეს არის მოტანის ბოლო ვადა და მოგიტანთ დღესო, დაველოდე და ის დღეც ისე დაღამდა არ მოუტანიათ.
მეოთხე დღეს ვრეკავ და უი ბოდიში უკვე მოდის თქვენი ნივთიო, კარგი მეთქი, დარჩით სახლშიო და მოგიტანენო, როდის მეთქი და ეგ არ ვიცით მაგრამ სახლში იყავით არ გახვიდეთო იმიტომ რომ თუ ისე მოხდა რომ არ უპასუხეთ მაშინ ვეღარ მოგიტანთო. მოკლედ ველოდები და მერე გავედი დრონით ვიღებდი კადრებს, უცებ მირეკავს უცხო ნომერი, მეთქი უეჭველი ეგაა, არა და დრონი 500 მეტრზე ავწიე და თან ელემენტი მიჯდება, გიჟივით დავუშვი და ვურეკავ უცხო ნომერს და აღმოჩნდა იმას საშაურმე ეგონა და შეეშალა.
დაიწყო მეხუთე დღე, ძაან გაბრაზებული ვრეკავ, უი ბოდიში, ახლა გამოვიდნენო.
მივედი შარტავაზე, ფილიალში, არ მოუტანიათ ჯერო? დაიცა დავრეკავო, ახლა გვიანია და ხვალ მოგიტანენო.
გათენდა მეექვსე დღე, უკვე გაცოფებული ვარ, ვრეკავ და აი თქვენთან მოდიოდა და მანქანა გაგვიფუჭდაო და საღამოს აუცილებლად მოვიტანთო. დაღამდა და ისევ არაფერი, დღეს, მეშვიდე დღეა უკვე, ვრეკავ და 1 საათში დაგირეკავენ და სახლში დახვდიო. დაღამდა დღევანდელი დღეც და სადაა? ვრეკავ ისევ და მანქანა ვერ გავაკეთეთო ……
ამასობაში იმ ნივთზე უკვე ფასდაკლებაა – ხო და @რაკში გაიკეთეთ ეგ ნივთი, ფრიად ბანძი მაღაზია აღმოჩნდით და აწი ჩემდათავად მანდ არც არაფერს ვიყიდი ….”