„იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ენმ-სა და ევროპულ საქართველოს“, – თქვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“თუ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს გაყალბების დამტკიცება. ჩვენ პირიქით ვამტკიცებთ, რომ არაფერი გაყალბებულა. იქით შევედავებით გაყალბებასთან დაკავშირებით, გაყალბების ოსტატები თავად არიან.
მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ ოცნებას ხელი გადაუგრიხონ. იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობასაც და ევროპულ საქართველოსაც. უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა…”