ხორვატიის პრემიერი – ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა!

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა – ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყანაში მომხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

„მობილიზება გავუკეთეთ ყველა ხელთ არსებულ სერვისს ხალხის დასახმარებლად და დანგრეული ტერიტორიების გასაწმენდად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა” – წერს პლენკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით მიწისძვრას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 20-მდე ადამიანი.

წყარო: report.ge