კომედი ჯგუფი „რუსთავი 2“-ს ტოვებს – სად მიდიან მსახიობები

კომედი ჯგუფი ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კომედი ჯგუფში დაადასტურეს, სადაც განაცხადეს რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

კომედი ჯგუფის მსახიობების ნაწილი სამუშაოდ ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადავა.

კომედი ჯგუფი “რუსთავი2”-ზე რამდენიმე გადაცემას აკეთებდა – , „კომედი შოუს“, „ნიკა არაბიძის შოუს“, ფარულ კონვერტს”, „ანეკდოტების შოუს“ და „გააცინე და მოიგეს“.

“ფორმულაზე” გადავდივართ მთელი გუნდი და მათ შორის “ნიკა არაბიძის შოუც”, ახლა ვწერ სეზონის ბოლო გადაცემას “რუსთავი 2”-თვის. არანაირი დაპირისპირების და ფინანსურად უფრო მომგებიანი შემოთავაზების გამო, არ მივდივართ “ფორმულაზე”, უბრალოდ ახლა ასე გადავწყვიტეთ. – აცხადებს იუმორისტი ნიკა არაბიძე.