“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გადაცემა “ღამის მთავარის” live-ს აზიარებს და წერს, რომ ეკა კვესიტაძის მონოლოგი მისთვის იმდენად ემოციური იყო, ლამის აატირა.
„გადასარევ მონოლოგს ვუსმენ. გადასარევს, შინაარსითა და სიტყვათწყობით. მაგრამ ისეთი ემოციური, ნამდვილი, თან განწირული და თან იმედიანია, რომ, ავტორის არ იყოს, ლამის მეც წამსკდა ცრემლი კულმინაციაში“,- წერს გვარამია.