ნარკომანი ნარკომანს არ ჰგავს… ამ ნარკომანებშიც არ გვაქვს ბედი – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ამჯერად აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო უბნებზე აგრესიული ნარკომანები ჰყავდა მობილიზებული.

„დავინახე, რომ ხალხი კრიმინალების კორიდორში გაჰყავთ. იცით, როგორი კრიმინალები? ძველი ნარკომანები, ჩაჟამებული… ფილმია ასეთი – „მოჩვენება“, ნარკომანის სული რომ დარჩება მეტროში, რაღაც საშინელი, დაჯღანული…

გამიგია, გაიკეთებს, ან მოწევს და კაი ხასიათზეა, ყველა უყვარს, ყველას უყვარს. ამ ნარკომანებშიც არ გვაქვს ბედი. აგრესიულად იყურებოდნენ, მამის მკვლელებივით. ასე ხდებოდა მთელს ქვეყანაში არჩევნებზე. ნარკომანი ნარკომანს არ ჰგავს, კრიმინალი კრიმინალს არ ჰგავს“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.