პირდაპირ ვიტყვი, ეს ძალიან მაშინებს – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:

„დაავადების გავრცელების დინამიკაზე პროგნოზები საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება გვქონდეს, თუ ახალი წლის ღამემ ჩვენი იმედები არ გააწბილა. იმიტომ, რომ მაღაზიებთან რაც არის დაკავშირებული, დღეს რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად დაცულია დისტანციაც, პირბადეც.

დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ სავაჭრო წერტილებიდან, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს, პირდაპირ ვიტყვი, როგორ გავივლით ამ პერიოდს. ყველა პროგნოზი ისეთია, რომ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია კარგად იანვრის მეორე ნახევარში”