რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ვის ყიდვას აპირებს 2 შაურად და რით ჰგავს ის სააკაშვილს? – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს:

“თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ივანიშვილი ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ… ვფიქრობ, ისე მიდის პროცესები, მას დასჭირდება დაცვა.

ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრა­ტეგი­ებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვ­რებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე­. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების­ შენარჩუნების ტაქტი­კური ამოცანა გად­აწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს.

ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, რეპუტაცია­ მათ არა აქვთ და საერთაშორისო მხარდა­ჭერა­. რთული გამოცდის ჩაბარება­ მოუწევთ.
ივანიშვილი შეეცდება, უფრო სწორად, უკვე ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს:­ დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას… თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის და მეთოდურად აკეთებს რამეს… მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს,­ შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება.

8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვი­ლის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას. ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა – მიდის, მაგრამ არ მიდის.”