რატომ გაძვირდა დენი – კორუფციული სქემა, რომლის უკანაც მაღალჩინოსნები დგანან

რატომ გაძვირდა ელექტრო ენერგიის გადასახადი – კიდევ ერთი კორუფციული სქემა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები. სქემა

საქმე ეხება აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას – აღმოჩნდა, რომ 2016 წლიდან აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩნდება შუამავალი კომპანია, რომლის უკანაც უჩა მამაცაშვილი დგას. კომპანია “ელგრინი”, რომლის საქმეც ფაქტობირვად მხოლოდ ხელშეკრულებების გაფრომებაა მილიონობით ლარს შოულობს. 2016 წლიდან დღემდე მან 35 მილიონი დოლარის მოგება ნახა.

იმპროტირებული ენერგიის 11% საქართველოს აზერბაიჯანიდან შემოაქვს, “ელგრინმა” 2019 44 მილიონ დოლარად შეიძინა ელ.ენერგია და 55 მილიონ დოლარზე მეტად გაყიდა საქართველოში.

“2016 წელს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დენის იმპროტში გაჩნდა კომპანია ელგრინი, ამ კომპანიის ანგარიშზე 5 წელია ილექება მილიონი დოლარი, ფაქტობრივად არაფრისთვის, რადგან კომპანია მხოლოდ დოკუმენტებს აფორმებს, სხვას არაფერს აკეთებს. ბუნებრივია ასეთი სქემა გავლენიანი მფარველების გარეშე ვერ დალაგდებოდა, შევძელით მოგვეპოვებინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელგრინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – სულხან პაპაშვილი დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, არჩილ მამაცაშვილთან”, – ამბობს ჟურნალსიტი, მარიკა დუდუნია.

“მწვანე ალტერნატივას” წევრი, დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად გაწელოს და არ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც საქართველოსთვის შესაძლებლობებია. მისი თქმით, დაგადწყვეტილებებს არა სისტემურად, არამედ პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.

დოკუმენტები, რომელიც “ელგრინს” უკავშირდება გასაიდუმლოებულია, “თავისუფლების მონიტორი” მათ მოპოვებას ერთი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა.

მთავარი