რეალურად ბოიკოტი შემდგარია, ამას ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში ვერ შეცვლის – უგულავა

რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც „გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში – ამის შესახებ „ევრპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილის დღის წესრიგი ოპოზიციის ლანძღვაა.

„ახალ რეალობაში დგას ერთადერთი საკითხი, რომ თუ გვინდა განვმუხტოთ კრიზისი სერიოზულად, უნდა ვილაპარაკოთ და დღის წესრიგის თემა არ უნდა იყოს შესვლა-გამოსვლის საკითხი – დამთავრდა შესვლა-გამოსვლა, ვისაც უნდა შევიდეს. აგერ ელისაშვილს ან იაგოს “გირჩს” უნდათ?! – შევიდნენ. “გირჩი” რომ ამბობს, შევა “ნაციონალური მოძრაობა” და მერე შევალთ ჩვენო, აქაც ხომ ვირეშმაკობას აქვს ადგილი?! “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა უნდა გააკეთოს ამისთანა? – დაწერა 36-ვე კაცმა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და “გირჩმა” რატომ არ დაწერა განცხადება?! ელოდებიან, სანამ “ქართული ოცნება” ამ დაწერილ განცხადებებს უყრის კენჭს, ესე იგი, ელოდები “ოცნებას”, “ოცნებამ” ეს გადადო – ესე იგი, მოგცა დრო აქ წყალი აამღვრიო, აქ წყალს ვერ აამღვრევ. ეგ არის ამ საცოდავების მანევრი, ეს არის ამათი ტვინი. ვისაც გადაწყვეტილი აქვს შესვლა – შევიდეს, ვინც იძახის, ვინ ოხერი აკავებს ელისაშვილს?! ვის რაში სჭირდება ელისაშვილი?! ელისაშვილი “ქართული ოცნებაა” დღეს, არაფრით განსხვავდება მათგან, მისი დღის წესრიგი ოპოზიციის ლანძღვაა, მზე ამოდის ბოკერიას გინებით და ჩადის უგულავას გინებით და ახლა “ლელო” და ა.შ. სპოილერია ეს კაცი და ვისაც სპოილერობა უნდა – წავიდეს, განგრენას სჯობს მოიკვეთო ფეხი, თუ მთელი სხეული შეიძლება დაგიზიანოს ანუ ის ოპოზიციას ვეღარ და აღარ წამოადგენს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამიტომ ეს დამთავრდა, ეს შესვლა-არ შესვლის საკითხები. ჰგონიათ, ახლა ვახო მეგრელიშვილს ან იოსელიანს რომ გაუგზავნიან ვიღაცებს, ამით რაღაცას შეცვლიან. დავამთავროთ მეგობრებო იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყანა უნდა მართოთ და ეს ქვეყანა არის კრიზისში. ვისაც უნდა შევიდეს, რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც “გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში”, – განაცხადა უგულავამ.

წყარო: itv.ge