პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არის ასეთი ინიციატივა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი იმ სტუდენტებს შეეხოთ, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ.
“გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, აქ არის განსხვავებული მოსაზრებებიც, იგივე, თუნდაც ამ კატეგორიის ცალკეული მუხლების გამორიცხვისა და ა.შ. ვნახოთ, ამ დისკუსიების პროცესში, ალბათ, ეს საკითხიც მეტ სიცხადეს შეიძენს და შესაბამისად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვექნება” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
წყარო: ptn.ge