სინგაპურში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
პირველი მოქალაქე, რომელმაც ქალაქ-სახელმწიფოში აცრა გაიკეთა, 46 წლის ექთანი, სარა ლიმი იყო.
ცნობისთვის, სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.
წყარო: bm.ge