ტარიფების ცვლილებას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და “რუსთავის წყალი“ ეხმაურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წყალმომარაგების ტარიფის მატების შესახებ საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წყალმომარაგების სტაბილურობა და ხარისხი, თუმცა, კომისიის მიერ დადგენილი სატარიფო ცვლილება გარკვეულწილად ზღუდავს კომპანიას განვითარების გეგმებსა და სამომავლო ინვესტიციებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა მომსახურების ხარისხსა და კომპანიის შემდგომ განვითარებას” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „რუსთავის წყალმა“ 2018-2020 წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, როგორც წყალმომარაგების სისტემის განახლების, ასევე განვითარების მიმართულებით, რაც თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებაზე დადებითად აისახა.

სარეაბილიტაციო პროექტები სამი ქალაქის 400-ზე მეტ ქუჩაზე განხორციელდა, სადაც 300 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი განახლდა.

კომპანიები დღეისათვის სტაბილური წყალმომარაგებითა და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 600 000-ზე მეტ მომხმარებელს უზრუნველყოფენ და 6 600 კმ წყალსადენის ქსელს ემსახურებიან” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: newposts.ge