“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
არ არის გამორიცხული, მას დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით კენჭიც უყარონ. წინა განხილვების მსგავსად, დეპუტატების გარდა მას ამჯერადაც სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ ჩამონათვალი გაფართოვდეს და ამნისტია მძიმე მუხლებსაც შეეხოს, თუმცა მათ რიცხვში ვერ მოხვდებიან ნარკოტიკების გამსაღებლები, მკვლელობისთვის მსჯავრდებულები და ოჯახური ძალადობისთვის დაკავებულები.
წინასწარი გათვლებით, ამნისტია 800-მდე პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დაახლოებით 700-ს სასჯელი შეუმსუბუქდება, 800-მდე მსჯავრდებულს კი პირობითი პატიმრობა უნდა მოეხსნას.
ამნისტიის საბოლოო ვერსია ძალაში თებერვლის ბოლომდე შევა.
“რუსთავი2”