პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა.
როგორც მან აღნიშნა, კოვიდ-19 უსიმპტომოდ ჰქონდა და მის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.
„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-ტესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში“, – განაცხადა რატიანმა „ღამის კურიერში”.
“რეზონანსი”