2021 თეთრი ხარის წელია. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თეთრი მეტალის ხარის წელი, წინსვლის და ცხოვრებისეული ცვლილებების პერიოდი იქნება.
ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის, ინტუიციის, შრომის და ნაყოფიერების სიმბოლოა.
“ხარი სტაბილურია, ის არის ორგანიზებული, დისციპლინებული, შეუპოვარი და მიზანსწრაფული ნიშანი. ხარს შეგვიძლია დავუდოთ ცოტა ვაშლი და ცოტა მწვანილიც. ვირთხას კი მივაწოდოთ ცოტა ყველი და თხილიც. ამით ჩვენ მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოვხატავთ,” – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
ვირთხის წელის გასაცილებლად და ახალი 2021 წლის შესახვედრად ასტროლოგები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ.