პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დღეს, 31 დეკემბერს, საღამოს ენმ-ის წევრ, ხატია დეკანოიძესთან ერთად ე.წ გლდანის ციხესთან პოლიტპატიმრების: გიორგი რურუას, ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას გასამხნეველბლად მიდის.
ხოშტარიას თქმით, ბანერი ამ აქციისთვის მისმა მცირეწლოვანმა შვილმა გაუკეთა. ამის შესახებ ინფრომაცია მან თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა.
“დღეს საღამოს მე და Khatia Dekanoidze გლდანის ციხესთან მივდივართ პოლიტპატიმრების გასამხნევებლად, თამთა Tamta Gogoladze , რომელიც პლაკატებს წერს ხოლმე სახლშია, ვერ ვნახავ, რა ვქნა, რა ვქნა და ჩემ შვილს, ნატალიკოს ავუხსენი რისთვის მინდა და ეს გამიკეთა. სიმეტრიაზე არ დამიწყოთ ლაპარაკი საუკეთესო პლაკატია და ამით წავალ <3 “, – ელენე ხოშტარია
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თეთრი ძაფით შეკერილი საქმე – 1 წელი გიორგი რურუას პოლიტპატიმრობიდან.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი, მესამე სექტორი და ოპოზიცია მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.