ბათუმის მერიის აიპებში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვის გაათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, თანამდებობას შეინარჩუნებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, გამწვანებისა და ლანდშაფრლტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე და ბათუმის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხება მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორ ჯუმბერ კობალაძეს, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს.
სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი სულხან ევგენიძე, მის ნაცვლად კი აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მჟავანაძე დაიკავებს.
“ბათუმის წყალის” დირექტორი ირაკლი ბაკურაძე იქნება. “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბადრი ფარტენაძეს მისი მოადგილე ბიძინა ბიბილეიშვილი ჩაანაცვლებს.
შპს “სანდასუფთავების” დირექტორ დავით დუმბაძეს სულხან ევგენიძე ჩაანაცვლებს.
„ბათუმის ბაღების გაერთიანებასაც” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მამუკა შამილიშვილის ნაცვლად ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თენგიზ აფხაზავა დაინიშნება. ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი გოდერძი დავითაძის ნაცვლად მინდია გოგუაძე მოიაზრება.
„კულტურის ცენტრის” ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილიც ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას, მას ირაკლი შაფათავა შეცვლის. ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ” ბათუმის სასაფლაოებს”. მამუკა მუჯირს ჯუმბერ კობალაძე შეცვლის.
ბათუმის საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელი ბექა ხაბაძე აღარ იქნება. ამ თანამდებობაზე ლევან დოლიძის დანიშვნა იგეგმება. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას მამუკა შამილიშვილი დაიკავებს. ის ასლან გელაძეს ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ჯერჯერობით ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ, თუმცა დღის ბოლომდე უკვე ცნობილი უნდა გახდეს საკადრო ცვლილებების შესახებ.
წყარო: ptn.ge