იქნება მისი ცხვირ-პირის დამტვრევა აუცილებელი? ეს ცხვირ-პირი დაემტვრევა – გიგი უგულავა ქუჩის აქციების აუცილებლობაზე საუბრობს

პათოლოგიურია შიში – ქუჩაში რა ვაკეთოთ?! ბოდიში მომითხოვია, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა იწყება ქუჩაში – ამბობს „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

ის პოლიტკური ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად იარაღად ქუჩის აქციებს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიზნის მისაღწევად, თუ ბიძინა ივანიშვილის ცხვირ-პირის დამტვრევა გახდა საჭირო, ეს ცხვირ-პირი დაიმტვრევა.

„ქუჩის აქციები ერთ-ერთი მდგენელია, სამწუხაროდ, ყველაზე ეფექტური. მიმიფურთხებია ყველა ტელევიზიისთვის, ბიძინავიზიისთვის, რომელიც ღაღადებს, რომ თქვენ ახდენთ რევოლუციასო. ელემენტარულად დაგუგლეთ და ნახავთ, რომ რევოლუციას ახდებს ხელისუფლება.

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბებას არავინ შეარჩენს. იქნება მისი ცხვირ-პირის დამტვრევა აუცილებელი? ეს ცხვირ-პირი დაემტვრევა. ამ კაცს სხვა ენა არ ესმის“, – აცხადებს გიგი უგულავა.